ინტერნეტის, განსაკუთრებით მობილური ინტერნეტის სწრაფი განვითარება ტრადიციულ მრეწველობებში ტრანსფორმაციას განიცდის. ინტერნეტის მიერ შემოთავაზებულმა ტრანსსასაზღვრო კავშირის/ინტეგრაციის შესაძლებლობებმა, კერძოდ, ტრადიციული ინდუსტრიების ინოვაციებისა და ევოლუციის დიდმა შესაძლებლობებმა, IT-ის მნიშვნელობა ბიზნესის მხარდაჭერის როლიდან ბიზნესის მთავარ ძრავად გარდაქმნა.
ეს ტრენდი ასევე აისახა განათლებაში და ნათლად იქნა აღიარებული განათლების სამინისტროს განათლების გაციფრულების 10 წლიან გეგმაში, რომლის მიხედვით, განათლების ინოვაცია, რეფორმა და განვითარება უნდა განხორციელდეს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და განათლების ინტეგრაციის გზით. განათლების რეფორმას – რაც გულისხმობს სამართლიანობის, სწავლების ხარისხის განვითარებასა და განათლების მოდერნიზაციას – ასევე შესაძლებელია მივაღწიოთ ამ საშუალებებით, მაგრამ ამ მიზნების მიღწევა დამოკიდებულია IT ინფრასტრუქტურასა და განათლების აპლიკაციების ღრმა ინტეგრაციაზე. საგანმანათლებლო საინფორმაციო პროგრამების ინოვაცია და განათლების განვითარების უკეთესი სერვისები ასევე წარმოადგენს საკვანძო ფაქტორებს. ტრადიციული IT განვითარების გზა ტიპიურად შემოიფარგლებოდა ლოგიკის ეფექტური განვითარებით, არ ცვლიდა თავად ბიზნეს ლოგიკას. მაგრამ IT-ს ტრანსფორმაციამ ბიზნესის მხარდაჭერის როლიდან ბიზნესის ძრავის როლამდე, იგი უფრო დამანგრეველი ძალის მქონე გახადა.
ანალოგიურად, ტრადიციული საგანმანათლებლო საინფორმაციო სისტემები, როგორიცაა კურსების შერჩევის სისტემა და კამპუსის ქსელები, განათლების სისტემისთვის დამხმარე საშუალებებს წარმოადგენდა, რის გამოც თავად განათლების განვითარების პროცესი უცვლელი დარჩა. დღესდღეობით, ახალი IT, როგორიცაა მობილური ინტერნეტი, ქლაუდ გამოთვლები და დიდი მოცულობის მქონე მონაცემები, განათლების რეფორმის ახალ ერას შექმნის, რაც დამანგრეველ ცვლილებებს გამოიწვევს, ისინი გამოიწვევს განათლებისა და სწავლების მოდელების სახეცვლილებას.
განათლების ქლაუდი ახალ IT ეპოქაში
ქლაუდ კომპიუტერიზაციას ზოგად და საშუალო განათლების სფეროებში დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგად საგანმანათლებლო რესურსებში უსამართლო წვდომა მთავარი თავსატეხია ზოგადი განათლებისთვის. ერთიანი, ღია, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო ქლაუდ პლატფორმების შექმნა, მაღალი ხარისხის რესურსები, შეგვიძლია გავავრცელოთ ქლაუდის მეშვეობით. სკოლებსა და რეგიონებში მოხდება ბრწყინალე რესურსების წარდგენა და გაცვლა, ამგვარად განვითარდება განათლების სამართლიანობა. ახალ IT ეპოქაში კამპუსების ქლაუდ პლატფორმების შექმნა ძირითადად დაკავშირებულია ინტეგრაციასთან. წინა განყოფილებებად დაყოფილ სისტემებთან შედარებით, მაღალ ინტეგრირებული კამპუსის ქლაუდ პლატფორმა მომხმარებელს უზრუნველყოფს სასწავლო წყაროების, კვლევების და IT რესურსების მართვის მეტად კომფორტული წვდომით.
განათლების გაციფრულება მობილური ინტერნეტის ეპოქაში
საგანმანათლებლო WLAN-ების შექმნა მობილური ინტერნეტის ეპოქაში მოიცავს შემდეგ სფეროებს: WLAN გარემოს გაზიარება, უსადენო დიდი მოცულობის მონაცემი, და უსადენო აპლიკაციები. მომავალ კამპუსებში უსადენო მეტი მოცულობის მქონე მონაცემები და აპლიკაციები საკვანძო ხელსაწყოები იქნება სასწავლო ეფექტურობის მენეჯმენტის და სტუდენტთა ქცევის გაუმჯობესებისათვის. H3C უსადენო დიდი მოცულობის მონაცემების აპლიკაციის პლატფორმას შეუძლია კამპუსის ქსელის კლიენტების (STAs) და საგანმანათლებლო აპლიკაციების ინტეგრირება, ამავდროულად უსადენო STA სტატუსის ანალიზი, ასევე მასთან დაკავშირებული სტუდენტების ქცევის ოპტიმიზაცია. მობილური ინტერნეტის ეპოქის კიდევ ერთი დიდი შემოთავაზებაა WLAN-ის და Internet of Things (IoT)-ის დაფარვა. თუ შესაძლებელი იქნება ამ ორი სისტემის კონსტრუქციის, დაფარვის და O&M-ს გაერთიანება, საგანმანათლებლო სფეროში Internet of Things-ის დანერგვას გააჩნია პოტენციალი შეცვალოს განათლების სფეროში – სწავლის ხარისხის მენეჯმენტის, სტუდენტთა ჯანმრთელობის მართვის, სტუდენტთა უსაფრთხოების მართვის და სკოლის ლოჯისტიკური მენეჯმენტის ბევრი ასპექტი – შექმნას საგანმანათლებლო სფეროს გაციფრულებიდან დიდი დივიდენდების მიღების წყარო.
ახალი IT საგანმანათლებლო ეკო სისტემის შექმნა
ახალი IT გადაწყვეტის სფეროს ლიდერი H3C მუდმივად იკვლევს მომხმარებელთა ახალ ღირებულებებს. ამასთანავე, სადენიანი და უსადენო ქსელში H3C თანამშრომლობს პარტნიორებთან რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების, კომპიუტერიზაციის, საცავის და ზედა შრის აპლიკაციების ერთ წერტილში თავმოყრა. ასევე, ახალი IT ტრენდმა შეცვალა მომხმარებლებისათვის აპლიკაციის მიწოდების საჭიროება, გადართო რა მომხმარებელთა ყურადღება პროდუქტების მახასიათებლებიდან და ფუნქციებიდან, IT ზემოქმედებისაკენ მათ ბიზნესზე. ამის პასუხად, H3C ფოკუსირდება მომავალში ახალი IT ეკოსისტემის შემუშავებაზე. აპლიკაციათა პარტნიორებთან კოლაბორაციით H3C გეგმა შექმნას უფრო მაღალი ღირებულების მქონე, უფრო ჭკვიანი საგანმანათლებლო საინფორმაციო სისტემა, მის ხელთ არსებული ყველა საოპერაციო და საინვესტიციო რესურსების კონსოლიდაციის გზით. ახალი IT ტექნოლოგიების, ისეთის როგორიცაა ქლაუდ კომპიუტერიზაციის, დიდი მოცულობის მონაცემების და მობილური ინტერნეტის როგორც საგანმანათლებლო გაციფრულების უწყვეტმა ინოვაციამ შესაძლოა გააუმჯობესოს საბაზისო განათლების სამართლიანობის, უმაღლესი განათლების სოციალური ღირებულების და ინდივუალიზირებული განათლების მოცულობის უზრუნველყოფა. განათლება ქვეყნის განვითარებაში კრიტიკულ როლს ასრულებს, ამიტომ H3C მუშაობს ტრენდის – “ტექნოლოგიის გზა საგანმანათლებლო ტრანსფორმაციისაკენ” – შემუშავებაში, განაგრძობს ახალი IT ტექნოლოგიის გამოყენებას. ჩინეთის საგანმანათლებლო გაციფრულების ხელშესაწყობად, მუშაობს საწარმოების, სკოლების და მთავრობების, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდამხარ, რომელთა ინტერესში შედის საგანმანათლებლო ინდუსტრიის განვითარება, ჭკვიანი განათლების მიზნის ერთობლივად მისაღწევად, და მზადაა გამოიყენოს ყველა ახალი IT მეთოდი რომელზეც მას ხელი მიუწვდება, რათა შეძლოს ამ ღირებული მიზნის მიღწევაში მხარდაჭერის ათმოჩენა.








