ჯანდაცვა

სახელმწიფო საბჭოს მიერ გამოცემული ჯანდაცვის ეროვნული სერვისის სისტემის მონახაზი (2015-2020) 2020 წლისთვის გვთავაზობს სამი დინამიურად განახლებული მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელიც შეინახავს მოსახლეობის ინფორმაციას, ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერებსა და სამედიცინო ისტორიას. იგი ასახავს მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას საინფორმაციო პლატფორმასთან ერთად, რომელიც მოიცავს ოთხ დონეს (ეროვნული, პროვინციული, მუნიციპალური და საოლქო). მობილური ინტერნეტისა და ტელემედიცინის სერვისების განვითარება ასევე აქტიურად იქნება შემუშავებული. სამედიცინო და ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გაღრმავების სახელმწიფო საბჭოს მე-13 ხუთწლიანი გეგმა იქნება გარღვევა ხარისხობრივ დიაგნოზსა და მკურნალობაში, საავადმყოფოს მენეჯმენტში, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაში, წამლების მიწოდების უზრუნველყოფასა და ყოვლისმომცველ ზედამხედველობის სისტემებში და სამედიცინო რესურსების ვერტიკალური ნაკადის ხელისშემწყობი, გაუმჯობესებული ხარისხიანი სამედიცინო რესურსების ხელმისაწვდომობის და სამედიცინო მომსახურების საერთო ეფექტურობის უზრუნველმყოფი IT მეთოდების დანერგვაში.

ამ ახალი სამედიცინო რეფორმის პოლიტიკის საფუძველზე, ინვესტიციები მედიცინასა და ჯანმრთელობის ციფრულ პლატფორმაზე გატანისათვის მუდმივად იზრდება, ასევე სწრაფად იზრდება ბაზარი მსგავს პროდუქტებსა და მომსახურებაზე. IDC შეფასების თანახმად, ჩინეთის სამედიცინო სფეროს ციფრულ პლატფორმაზე გატანის სრული დანახარჯი 2020 წელს დაახლოებით 43,001 ბილიონი იუანი იქნება, რაც ნიშნავს 11,1%-ით წლიურ ზრდას, ხოლო ბაზრის მოცულობა კლინიკური გაციფრულების გადაწყვეტილებებისთვის 5,217 მილიარდ იუანამდე, რაც ნიშნავს 16,71%-იან ზრდას. თუმცა, ჩინეთის სამედიცინო გაციფრულებისათვის ინვესტიციების სწრაფი ზრდის მიუხედავად, ჩინეთი მაინც ჩამორჩება ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა ევროპა და შეერთებული შტატები. ამრიგად, სამედიცინო რეფორმის გაღრმავებისა და სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროებში ინვესტიციების გაზრდით, ჩინეთის სამედიცინო გაციფრულების ინდუსტრიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

დღესდღეობით, ახალი IT ტექნოლოგიები – ქლაუდ კომპიუტერიზაცია, Internet of Things, დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზა და ვიზუალიზაცია, და სხვანი – ფართოდ გამოიყენება სამედიცინო ციფრულ პლატფორმაზე, რაც იწვევს ინოვაციების, ცვლილებების მუდმივ ნაკადს, ასევე გარღვევას დიზაინის კონცეფციებში, ქსელურ არქიტექტურასა და ოპერაციულ მოდელებში. ახალი IT გადაწყვეტილებების მთავარი მომწოდებელი H3C გვაწვდის ჭკვიან სამედიცინო და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილებას, როგორიცაა სამედიცინო ქლაუდ მონაცემთა ცენტრები, სამედიცინო MANs. სამედიცინო კამპუს ქსელები, და სამედიცინო ქლაუდ დაგროვების წერტილებს. H3C ამავდროულად თანამშრომლობს სამედიცინო პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს ყოვლისმომცველი, დივერსიფიცირებული და ეფექტური სამედიცინო აპლიკაციების გადაწყვეტილებები, მათ შორის სამედიცინო ქლაუდ მონაცემთა გაზიარების/გაცვლის პლატფორმები, სამედიცინო მიმღების სერვისები და სამედიცინო ლოჯისტიკური სერვისები.

მოწინავე ტექნოლოგიებისა და მრავალი წლის მანძილზე დაგროვებული მდიდარი გამოცდილების მქონე H3C-ს სამედიცინო და ჯანდაცვის ბაზარზე უკვე შვიდი წელია რაც პირველი რანგი უკავია, ფლობს 60%-ზე მეტ წილს ბაზარზე, მთელს ჩინეთში 300-ზე მეტ A დონის საავადმყოფოში დანერგა ახალი IT გადაწყვეტილება, მათ შორის PLA გენერალურ საავადმყოფოში, პეკინის კავშირის სამედიცინო კოლეჯის საავადმყოფოში, ქსუანვის კაპიტალურ სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში, შანხაის რუიჯინის საავადმყოფოში, სან იან სენის უნივერსიტეტის პირველ აფილირებულ საავადმყოფოში. ამავდროულად, H3C ასევე ხელს უწყობს მრავალი პროვინციული დონის ჯანმრთელობის საინფომაციო პლატფორმისა და რეგიონალური სამედიცინო და ჯანმრთელობის პლატფორმის შექმნას, ქმნის რა მიღწევების შესანიშნავ რეკორდს. 30 წელზე მეტი ხნის განვითარების შემდეგ, ჩინეთის სამედიცინო და ჯანდაცვის ინდუსტრიის გაციფრულება პროგრესირებდა ძიებიდან ინოვაციამდე და ახლა შედის “ჭკვიან” ეპოქაში. მომავალში, H3C დარჩება სამედიცინო დიჯიტალიზაციის მუდმივი კვლევის ერთგული და გააგრძელებს დახმარებას ჯანდაცვის ინდუსტრიის საჭიროებების დაკმაყოფილებაში.